Friday, October 18, 2013


     როგორც კომენტარში დავწერე,  ჩემი  პროექტი  ორ  ნაწილად  : ისტორიულ  და თანამედროვე  ნაწილად  გაიყო , შესაბამისად  შესაძლებლობა  მოგვეცა  , რომ  პროექტის  ფარგლებში     საგნობრივი სტანდარტით  მისაღწევ  რამდენიმე  მიზანზე  გავიდეთ. კერძოდ  კი შემდეგ მიზნებზე  :

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
 
 ისტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.
   
ისტ.VIII.14  მოსწავლეს    შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების  კვლევა    
 
 ისტ.VIII. 18 - მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოების   კულტურის   საფუძვლების   კვლევა    _    აუცილებელი  და საჭიროა    პროექტზე    მუშაობის    დროს    მას  განუვითაროთ  21-ე საუკუნის  ისეთი  უნარ- ჩვევები  როგორიც არის  : 


საინფორმაციო წიგნიერება

      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

მოქნილობა და ადაპტაცია


      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;

      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.

      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით ;ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;

ლიდერობა და პასუხიმგებლობა



      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;

No comments:

Post a Comment