ამ პროექტის შესაქმნელად ნამდვილად ძალიან გამომადგება ინტელის პროგრამა რადგან ეს არის მაშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომელის მიზანიც არის როგორც ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფიის გაცნობა და შესწავლა, ასევე თანამედროვე, თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიის კვლევა და მათი ბიოგრაფიული მონაცემების ასხვა, სტატისტიკური კვლევის ჩატარება, თუ რა დროს უთმობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ საქმიანობას. პარალელურად მოსაწავლეები ჩაატარებენ მცირე სტატისტიკურ კვლევას თუ თვითონ რა დროს უთმობენ საგანმანათლებლო საქმიანობას თვითოეული მათგანი. ეს პროექტი ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას. მოსწავლეებში განავითარებს კითხვების დასმის , ინფორმაციის მოძიების ,კვლევის ჩატარების , მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
ასევე ინფორმაციიის დამუშავებისა და ამ ინფორმაციის სტატისტიკურ მონაცემებში ასახვის უნარს .პროექტში ჩართულია მთელი კლასი , იგეგმება შემდეგი საგანმანათლებლო ღონისძიებები : სპექტაკლებზე და ფილმებზე დასწრება , სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა , მათი საქმიანობის და შემოქმედების გაცნობა , შეხვედრა და ინტერვიუს აღება , ასევე გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების გაცნობა , მათი საქმიანობის შეფასება და ანალიზი თუ რა დროს უთმობენ ისინი თავის პროფესიას
მაინტერესებს, რა შინაარსის იქნება თქვენი პროექტი. ეგებ მოკლედ აღწეროთ.
ReplyDeleteმეც ძალიან მაინტერესებს თქვენი პროექტის შინაარსი.
ReplyDelete