ვისაც აინტერესებს თუ როგორ მუშაობენ ბავშვები პროექტის ფარგლებში ,დაათვალიერეთ საქაღალდე : ,,ბავშვების მიერ შექმნილი მასალა " ან დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო -http://tsereteliportfolio.blogspot.com/
თუ შეგვფასებთ დიდი მადლობელი დაგრჩებით :)))
,,სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ" - უინსტონ ჩერჩილი
Saturday, November 30, 2013
Saturday, November 16, 2013
,,წარმატების ისტორია" ნაწილი მეორე
მოსწავლეების აქტიური ინტერესის გამო, პროექტის მეორე და მესამე ნაწილზე პარალელურად მუშაობამ მომიწია :)))) და ამიტომ პრეზენტაციებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენ
Friday, November 15, 2013
პროექტის გაგრძელება ......
პროექტმა მოულოდნელად სრულიად სხვა მიმართულება მიიღო , ისეთი როგორსაც არ ველოდი .... ძალიან გაფართოვდა. პროექტში ჩართვის სურვილის სულ უფრო მეტი მოსწავლე გამოთქვამს . ასე, რომ პერიოდულად დავამატებ ფაილებს.
მოსწავლეთა ასეთი ჩართულობა მე ვფიქრობ ინტელის ინსტრუქციებით პროექტის მართვამ გამოიწვია . აშკარად გამოვლინდა, რომ სხვა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ალბათ ბუნდოვან დავალებებს ვიძლეოდი .
დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს!

Sunday, November 10, 2013
რეფლექისია # 9
ინტელის პროექტის ვიდეოპრეზენტაცია, როდესაც ვნახე ვიფიქრე, რომ ცოტა შეუსაბამო იყო ჩვენს რეალობასთან , მაგრამ ასე არ აღმოჩნდა , :))
ვფიქრობ რომ:
1) ძალიან კარგდ გამოვიყენებ სასწვლო პროცესში თითქმის ყველა მზა ფორმას
2)ბევრად უფრო კარგად მოვახერხებ ამ ფორმების საშუალებით, (ჟურნალი , ჩეკლისტი) მოსწავლის შეფასებას პროექტზე მუშაობის პროცესში.
3) ბევრად უფრო კარგად გავთვლი მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ისე მივცემ დავალებებს.
4) ვასწავლი საავტორო უფლებების დაცვას და ასე შემდეგ
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ნინოს ! და მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს !

Saturday, November 9, 2013
რეფლექსია # 8
დღეს გავეცანით ფასილიტაციის პროცესს, თუ რა სახით შეიძლება პედაგოგი დაეხმაროს მოსწავლეს დავალების შესრულებაში, განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზენტაციის ნიმუშები. .ასევე ვისწავლეთ gmail-ზე კითხვარის შექმნა. ჩვენს პრეზენტაციაში word-ის ფაილების ატვირთვა და ჩასმა და ა.შ.
პროგრამა კი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ,,უზში წყალსაც თუ ჩაგვისხამენ " - კარგი იქნება...:)) არ ვიცი საქართველოს რამდენ სკოლაშია ტექნიკური რესურსი სადაც ჩვენ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებთ.
Friday, November 8, 2013
Tuesday, November 5, 2013
Sunday, November 3, 2013
რეფლექსია # 7
დღეს ვისწავლეთ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები პროეტქში ისე, რომ პროექტი მათთვისაც აქტუალური და საინტერესო გახდეს ,
ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება .
P.S. - აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ მე პირადად ინტელის პროგრამის გარდა, ჩვენი ტრენერისაგან ვსწავლობ დროის ეფექტურ გადანაწილებას .
Saturday, October 26, 2013
რეფლექსია # 6
დღესაც ძალიან საჭირო კომპონენტი გავიარეთ , მე პირადად ძალიან მიჭირს საკუთარი აზროვნების დონე მივუსადაგო მოსწავლის აზროვნების დონეს და ძირითადად ჩემი პროდუქტი : ეს იქნება ტესტები, საშინაო დავალება, საკლასო სამუშაო და ა.შ. ალბათ უფრო სუბიექტური შესაძლებლობებით ისაზღვრება და არა მოსწავლის შესაძლებლობებით ......
დღეს ჩვენ ვისწავლეთ მოსწავლის პოზიციაში ჩადგომა და კარგი იქნებოდა თუ ყველა სახელმძღვანელოს ავტორისათვის თუ აუცილებელი გახდება ამ მოდულის გავლა !!!
ასევე გავიხსენეთ, რომ პლაგიატობა კანონით ისჯება ამიტომ საავტორო უფლებები უნდა დავიცვათ და ეს ცოდნა აუცილებლად უნდა გადავცეთ ჩვენს მოსწავლეებს !
Tuesday, October 22, 2013
Sunday, October 20, 2013
რეფლექსია #5
შევისწავლეთ პროქტის შეფასების გეგმა, პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპისათვის , შევისწავლეთ პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე განთავსება
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ეფექტური სწავლებისათვის !
Saturday, October 19, 2013
რეფლექსია # 4
რეფლექსია №4
დღეს, მეორე მოდულის ფარგლებში ვისწავლეთ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ ,კერძოდ : ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა .
კითხვების დასმა და პასუხების გაცემა სწავლა-სწავლების ძირითადი შემადნეგელი ნაწილია .აშკარაა, რომ თუ კითხვა კონკრეტული არ არის მოსწავლეებს უჭირთ პასუხების გაცემა და მათთვის იქმნება სტრესული გარემო რომელიც თანდათანობით მწვავდება და მთლიანად სასწავლო პროცეს უშლის ხელს .
ამ მეთოდის კარგად ფლობამ კი სოკრატე უდიდეს ფილოსოფოსად აქცია :)))
ნამდვილად ვუსურვებ საკუთარ თავსაც და ჯგუფის წევრებსაც ამ მეთოდის სრულყოფილად ათვისებას :)))

Friday, October 18, 2013
როგორც კომენტარში დავწერე, ჩემი პროექტი ორ ნაწილად : ისტორიულ და თანამედროვე ნაწილად გაიყო , შესაბამისად შესაძლებლობა მოგვეცა , რომ პროექტის ფარგლებში საგნობრივი სტანდარტით მისაღწევ რამდენიმე მიზანზე გავიდეთ. კერძოდ კი შემდეგ მიზნებზე :
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.
ისტ.VIII.14 მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა
ისტ.VIII. 18 - მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა _ აუცილებელი და საჭიროა პროექტზე მუშაობის დროს მას განუვითაროთ 21-ე საუკუნის ისეთი უნარ- ჩვევები როგორიც არის :
საინფორმაციო წიგნიერება
●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
მოქნილობა და ადაპტაცია
●
განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან
ადაპტაცია;
●
გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების
გარემოში ეფექტურად მუშაობა.
●
უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო
პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის
ამაღლების მიზნით ;ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის
მიზნით;
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
●
ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების
გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
რეფლექსია #2
სამწუხაროდ კომენტარის დაწერა დამიგვიანდა , მაგრამ სამაგიეროდ ინტელის კურსმა ჩემს პროექტს სახე უცვალა ....) , გადავწყვიტე ,,წარმატების ისტორია " ორ ნაწილად გავყო და ისტორიული და ჩვენი თანამედროვე წარმატებული პიროვნებები -, მათი საქმიანობა , შემოქმედება , ბიოგრაფიები და მიღწევები , უფრო ღრმად გავაანალიზოთ მოსწავლეებთან ერთად . ეს იდეა მხოლოდ საინფორმაციო ბუკლეტზე მუშაობის დროს მომივიდა აზრად . დიდი მადლობა ინტელს :)))
ახლა ბუკლეტსაც მივუბრუნდები და ვეცდები, რომ მშობლებიც ,,ჩავითრიო " :))) საერთო საქმეში.
Saturday, October 12, 2013
პროექტი ,, წარმატების ისტორია"
ამ პროექტის შესაქმნელად ნამდვილად ძალიან გამომადგება ინტელის პროგრამა რადგან ეს არის მაშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომელის მიზანიც არის როგორც ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფიის გაცნობა და შესწავლა, ასევე თანამედროვე, თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიის კვლევა და მათი ბიოგრაფიული მონაცემების ასხვა, სტატისტიკური კვლევის ჩატარება, თუ რა დროს უთმობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ საქმიანობას. პარალელურად მოსაწავლეები ჩაატარებენ მცირე სტატისტიკურ კვლევას თუ თვითონ რა დროს უთმობენ საგანმანათლებლო საქმიანობას თვითოეული მათგანი. ეს პროექტი ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას. მოსწავლეებში განავითარებს კითხვების დასმის , ინფორმაციის მოძიების ,კვლევის ჩატარების , მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
ასევე ინფორმაციიის დამუშავებისა და ამ ინფორმაციის სტატისტიკურ მონაცემებში ასახვის უნარს .პროექტში ჩართულია მთელი კლასი , იგეგმება შემდეგი საგანმანათლებლო ღონისძიებები : სპექტაკლებზე და ფილმებზე დასწრება , სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა , მათი საქმიანობის და შემოქმედების გაცნობა , შეხვედრა და ინტერვიუს აღება , ასევე გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების გაცნობა , მათი საქმიანობის შეფასება და ანალიზი თუ რა დროს უთმობენ ისინი თავის პროფესიას

რეფლექსია# 1 -პირველი შთაბეჭდილება
ძალიან საინტერესო პროგრამაა იმედი მაქვს, რომ შევძლებ აქტიურად გამოყენებას პირველივე დღეს მივხვდი, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც წლის განმავლობაში მაქვს დაგეგმილი, პროგრამის დახმარებით ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება გახდეს.
Subscribe to:
Posts (Atom)